ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CEN) პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს:

„ეფექტური სლოგანი ნარჩენების მართვის თემაზე“

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1.კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობაა ეფექტური, მოქნილი, კრეატიული სლოგანის შექმნა ნარჩენების მართვის, ჩვენი გარემოს დაცვის თემაზე.

2.კონკურსში მონაწილეობაზე უფლებამოსილი არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებნი 14 წლის ასაკიდან. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული.

3. კონკურსის მონაწილეები შეავსებენ მარტივ ელექტრონულ ანკეტას, რომელიც განცხადების ქვემოთ, ბმულის სახითაა მითითებული.

4.ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო სლოგანი.

5. კონკურსში მონაწილეობა შეზღუდულია საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის, საკრებულოს წევრთათვის.

საკონკურსო სლოგანი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: თემატური, ლაკონური, ეფექტური, აღქმადი, ცხადი

კონკურსის ჟიური შედგება მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მერის მოადგილისგან, ქალებისა და მამაკაცების თანაბარი რაოდენობით.

კონკურსის მაქსიმალური ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილეების მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმები გაიგზავნება პარტნიორ ორგანიზაციასთან. საკონკურსო კომისია სლოგანებს მიიღებს კოდირებული სახით და მხოლოდ გამარჯვებული სლოგანების გამოვლენის შემდეგ მოხდება მონაწილეების იდენტიფიცირება.

დაწესებულია სამი საპრიზო ადგილი და ჯილდოები:

I ადგილი- პლანშეტი

II ადგილი- ელექტრონული წიგნების ვაუჩერი

III ადგილი- მეხსიერების ბარათი

პირველ ადგილზე გასული სლოგანი დაიტანება ბანერზე და განთავსდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/1N_91pGrod9HFk6Hd99KGNl_VWqqpudrsYPQcP_USqSc/edit

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 2019 წლის 31 იანვრის დღის ბოლომდე.

კონკურსში გამარჯვებულები ცნობილი გახდებიან საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებიდან 2 კვირაში.

ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭო