2018 წლის 28 დეკემბერს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 დეკემბრის N01/11417 მომართვა - „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის“ დამტკიცების შესახებ;

(მომხსენებელი მ.ქათამაძე)

(თანამომხსენებელი ს.მოწყობილი)

2. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამა ,,დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის“ პროექტის განხილვის და მოწონების თაობაზე;

(მომხსენებელი ლ.შაქარიშვილი)

3. ,,ახალგაზრდული ინიციატივები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის“ პროგრამის პროექტის განხილვის და მოწონების თაობაზე;

(მომხსენებელი ლ.შაქარიშვილი)

4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N432 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, ^სპორტისა და ტურიზმის საკითხთა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N431 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიების პერსონალური შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის შესახებ;

(მომხსენებელი მ.ჟორდანია)

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 დეკემბრის N01/11798 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე ა(ა)იპ ,,ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი -ქობულეთი“-ს ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი დ.ვერულიძე)

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 დეკემბრის N01/11728 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ჩაქვში მდებარე 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.48.06.264) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 დეკემბრის N01/11794 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ადმინისტრაციული შენობის (532.0 კვ.მ ფართი) პირველ სართულზე არსებული 25.0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ N20.43.03.003) საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო