2019 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2018 წლის 19 ნოემბერს 10-00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი,დ.აღმაშენებლის გამზირი N141).

დაინტერესებულმა მხარეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები წერილობით უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 19 ნოემბერს 10-00 საათამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141, პირველი სართული, ტელ: 26 79-01)