25 ივნისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.100) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში თანამედროვე ტურისტული ობიექტის ინფრასტრუქტურის განთავსების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2020 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.04.671) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება - ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ 79,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.03.250) 24.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N2-დან რუსთაველის ქუჩამდე მდებარე 312,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.347) 18.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 266.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.470) 5.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა N28-ში მდებარე 6906.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.956) 40.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ და სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N155-ისა და N161ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.