21 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 მაისის N01-14/1994 მომართვა-,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 09 მარტის N01-14/1387 მომართვა -ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.100) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 01 აპრილის N01-14/1740 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 11487.0 კვ.მ. (ს/კ 20.42.03.572) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 მაისის N01-14/1993 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქათაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ”ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 აგვისტოს №117 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 17 თებერვლის N01-14/884 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ 79,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.03.250) 24.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1546 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N2-დან რუსთაველის ქუჩამდე მდებარე 312,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.347) 18.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1547 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 266.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.470) 5.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1548 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა N28-ში მდებარე 6906.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.956) 40.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N100-N102-ის და დავით აღმაშენებლის გამზირი N167ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ქ.ქობულეთი, ნაკვეთი 20.42.02.921-ის მიმდებარედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 226.4 მ და 2 ცალი საკომუნიკაციო ჭა) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.მოისმინეს ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს და შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები.