21 ნოემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით.კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 ნოემბრის N01-17/10026- მომართვა ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის N01-17/10009 მომართვა ,,ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N305 არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 20.42.01.123) სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 აგვისტოს N148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 აგვისტოს N01-17/7457 და 20 ნოემბრის N01-17/10008 მომართვები - ქ.ქობულეთში,დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.560) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ნოემბრის N01-17/9800 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მდებარე 1927.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.31.01.142) (ფ/პ,,ბადრი ბერიძე“) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის N01-17/10013 მომართვა -სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სათვის ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N162ჟ-ს ტერიტორიაზე, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ფ/პ ,,დავით ცეცხლაძე“) კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.05.541) 0.22 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.