17 ოქტომბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხის შესახებ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ოქტომბრის N01-17/8948 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 სექტემბრის N01-17/8234 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ოქტომბრის N01-17/8497 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ოქტომბრის N01-17/8498 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში შპს ,,აჭარა ტექსტილე“-ს ქსელში ჩართვის მიზნით, არსებულ გარე განათების ბოძებზე საჰაერო კაბელის მონტაჟისათვის, სატელეფონო ბოძების მონტაჟისათვის და მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 03 ოქტომბრის N01-17/8600 მომართვა -შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N131-ში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 35,3 მ) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ახალ ქსელზე მიერთების მიზნით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მადონა ბაკურიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.50.01.113); სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,ავთანდილ ვერულიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.43.04.081) ; დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის მე-7 შესახვევი N1-ის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,ნოდარ მიქელაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.48.05.179); დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩა N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მამია ირემაძის“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.43.05.302) და დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N1-ის ტერიტორიაზე, (შპს ,,მწვანე პალმი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.48.04,596).