16 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება -ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება - (ამოღება -ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N305-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.01.123) სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ; ქ.ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N20.42.03.599-499868.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.01.341 1059637.00 კვ.მ),(ს/კ 20.51.02.079 236803.00 კვ.მ), მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ; ქ.ქობულეთში, მდ.კინტრიშის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.09.436), მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 5027,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.39.04.075) 15.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ(ფ/პ ,,ხ.ბასილაძე“); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 03 ივლისის N01-17/5162 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე , ახალ ქსელზე მიერთების მიზნით შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მალხაზ ჯაფარიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.46.01.938) ;ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა აჭყვას ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სოსლან აბუსელიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.47.03.079) ; ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N331-ის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სულიკო გოგიტიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.15.255) ;ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სულიკო ცეცხლაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.44.01.271); ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დაგვას ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მალხაზ ძირკვაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.45.03.239) ;შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ოჩხამურში; სოფელ ბობოყვათში ; სოფელ ქობულეთში ; სოფელ ლეღვაში. შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“-სათვის ქ.ქობულეთი, 9 აპრილის და ყაზბეგის ქუჩის მიმდებარედ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.