14 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 მაისის N01-17/3656 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2019 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 მაისის N01-17/3657 მომართვა- საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე;ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 03 მაისის N01-17/3437 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე არსებული 35.90 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ N20.42.04.385) საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 აპრილის N01-17/3317 მომართვა -მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სუძუკი ვიტარა), სახელმწიფო ნომერი ZIM -696-ზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 აპრილის N01-17/3137 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (შპს ,,ელ-მშენი’’-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.01.134) 0.38 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 აპრილის N01-17/3296 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ტერიტორიაზე, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.38.03.164) 0.38 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N01-17/3527 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს ტერიტორიაზე, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ფ/პ ,,თემურ სანიკიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.47.04.039) 0.22 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N01-17/3526 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N113-ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.