17 აპრილს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა ავთანდილ ანანიძის ხელმძღვანელობით. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N431 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიების პერსონალური შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 მარტის N01-17/2532 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე (დამატება - დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 მარტის N01-17/2532 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.48.01.546) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 მარტის N01-17/2532 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება- დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 12 აპრილის N01-17/2906 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე (დამატება - ქ.ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 12 აპრილის N01-17/2906 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - ქ.ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.04.657) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 12 აპრილის N01-17/2906 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება - ქ.ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 მარტის N01-17/2244 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N279-დან N285-მდე მდებარე 46198,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მე-2 ზონა ს/კ N20.42.01.081) 600.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 29 მარტის N01-17/2546 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N323-დან N375-მდე მდებარე 32379,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (პირველი ზონა ს/კ N20.42.01.075) 225.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.