26 სექტემბერს ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს სხდომა ლია შაქარიშვილის ხელმძღვანელობით. საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ლოგოს პრეზენტაცია და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის 2020 წლის ბიუჯეტში გენდერული კუთხით საბიუჯეტო ასიგნებების ზრდაზე რეკომენდაციის გაწევა.