29 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი. პირველი საკითხი,რომელიც შეეხებოდა ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობას თაობაზე მომდევნო სხდომისთვის იქნა გადატანილი. მეორე საკითხი საკრებულოს წევრების მიერ ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში“-ს ცნობად იქნა მიღებული. შეტანილი ცვლილებები დამტკიცდა ,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №11 დადგენილებაში. დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 11487.0 კვ.მ. (ს/კ 20.42.03.572) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ საკითხი. შეტანილი ცვლილება და დამატება დამტკიცდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქათაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ”ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 აგვისტოს №117 განკარგულებაში. თანხმობა მიეცა სს ,,სილქნეტი“-ს ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N100-N102-ისა და დავით აღმაშენებლის გამზირი N167ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე. თანხმობა მიეცა ასევე შპს ,,მაგთიკომი“-ს ქ.ქობულეთი, ნაკვეთი 20.42.02.921-ის მიმდებარედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 226.4 მ და 2 ცალი საკომუნიკაციო ჭა) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე. საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს შემდეგი ა(ა)იპ-ებისა და შპს-ს 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები: ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“; შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“; შპს ,,ქობულეთის წყალი“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“; შ.პ.ს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“; შ.პ.ს საფეხბურთო კლუბი ,,შუქურა“ და ა(ა)იპ ,,ქობულეთის საბავშვო გაერთიანება“.