26 სექტემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. პირველ საკითხად დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის მეორე კვარტალის ანგარიშის შესრულება. დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. განისაზღვრა და დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის კულტურის სახლის შენობის პირველ სართულზე არსებულ 15.0 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ 20.31.01.011) (ფ/პ ,,ქეთევან სანიკიძე“) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასური და ბოლო საკითხად თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი“-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისზედა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 25233,9 მ) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე .