26 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში შეტანილი ცვლილებების შეტანა ამოღების თაობაზე შემდეგ მისამართებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარედ 18.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.48.01.546); ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ 21.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.657); დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მდებარე 85,73 კვ.მ ფართი, ბინა N1ა, სართული 1 (ს/კ 20.44.01.048.01.001ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, მ. აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ 16216,0 კვ.მ. (ს/კ 20.42.09.382) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ საკითხები; დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N305-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.01.123) სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის კომპლექსისა და ქ.ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N20.42.03.599-499868.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.01.341 1059637.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.02.079 236803.00 კვ.მ), მულტიფუნქციური კომპლექსისათვის. თანხმობა მიეცა და საიჯარო საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 303,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.39.04.605) 15.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ფ/პ ,,ა.მჟავანაძე“) და 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 5027,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.39.04.075) 15.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ფ/პ ,,ხ.ბასილაძე“); თანხმობა მიეცა სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-ს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მალხაზ ჯაფარიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.46.01.938) ;ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა აჭყვას ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სოსლან აბუსელიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.47.03.079) ; ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N331-ის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სულიკო გოგიტიძე“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.15.255) ;ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,სულიკო ცეცხლაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.44.01.271); ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დაგვას ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მალხაზ ძირკვაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.45.03.239) ; ასევე თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი“-ს ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების და მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ოჩხამურში; სოფელ ბობოყვათში ; სოფელ ქობულეთში ; სოფელ ლეღვაში და შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“-ს ქ.ქობულეთი, 9 აპრილის და ყაზბეგის ქუჩის მიმდებარედ და სს ,,სილქნეტი“-ს ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ.