13 თებერვალს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ-დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე და ქობულეთის Mმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ- დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.