20 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი (მომართვა-29.04.2020წ. №01-14/1862) ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში“-ს ცნობად მიღების თაობაზე.