21 ნოემბერს გამართულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

  1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა
  2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ნოემბრის №01-17/9929 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 ოქტომბრის N01-17/9444 მომართვა - ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის სამი კვარტალის ანგარიშის შესრულების ცნობად მიღების შესახებ“.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კომისიის წევრები მსჯელობას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გააგრძელებენ