17 ოქტომბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგირთ გათვალისწინებული ორი საკითხის შესახებ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 სექტემბრის N01-17/8417 მომართვა - ,, ქობულეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ოქტომბრის №01-17/8926 მომართვა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.