3 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ივნისის №01-17/5008 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ივლისის №01-17/5034 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების -მუნიციპალური პროექტის განხორციელებისა და მათი დაფინანსების თაობაზე- მოწონების შესახებ - (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის ვალდებულების სრულად დაფარვისათვის, 116 493 (ასთექვსეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ივლისის №01-17/5034 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების -მუნიციპალური პროექტის განხორციელებისა და მათი დაფინანსების თაობაზე- მოწონების შესახებ (2019 წლის გადასახდელი მომსახურების თანხების 533 507 (ხუთასოცდაცამეტი ათას ხუთასშვიდი) ლარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე).