14 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 10 მაისის №01-17/3641 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვის შესახებ.