17 აპრილს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 04 მარტის N01-17/1839 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.