6 მარტს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი და იმსჯელეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.