9 სექტემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. პირველ საკითხად დეპუტატებმა დაამტკიცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება. მეორე საკითხად დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ საკითხი.