25 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხის შესახებ. დეპუტატებმა პირველ საკითხად განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი,რომელიც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ წარადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2020 წლის ბიუჯეტის თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა,კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა,ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა რჩება. ფრაქციის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები .საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბოლო წლებში დასახული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ გაუმჯობესდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროები.2020-2023წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. შეტანილი ცვლილება დამტკიცდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში. დამტკიცდა ქ.ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.03.599-499868.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.01.341-1059637.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.02.079–236803.00 კვ.მ) მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი და ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ცვლილება და დამატების შეტანა დამტკიცდა ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N34 დადგენილებაში.