13 აგვისტოს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად საკრებულოს დეპუტატებმა განისაზღვრა და დაამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები საათები. დამტკიცდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“საკითხი. შეტანილი ცვლილება დამტკიცდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის N16 დადგენილებაში. დამტკიცდა ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N305 არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 20.42.01.123) სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. განისაზღვრა და დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე 559,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.33.03.084) 15.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასური (ფ/პ ,,გ.ტაკიძე“) და ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე 83,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.33.03.138) 20.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასური (ფ/პ ,,ნ.მჟავანაძე“); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N26 ა-ში მდებარე 200,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.42.07.217) საწყისი წლიური საიჯარო საფასური და მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (გაზ-24-10, სახელმწიფო ნომერი BSO-535, გამოშვების წელი 1992) საწყისი საპრივატიზებო საფასური. თანხმობა მიეცა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ახალ ქსელზე მიერთების მიზნით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე შემდეგ ობიექტებზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის ტერიტორიაზე, (რკ ვეტმასტერის კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.39.01.227) ; სოფელ ხუცუბნის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,რამინ დუმბაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს|კ 20.39.04.526); ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქ.N162-ის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,გენადი წულუკიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.05.895); სოფელ ხალას ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,გიორგი ცალაგოვი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.50.03.091); სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,ნარგიზ ყურშუბაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.49.01.064). თანხმობა მიეცა შპს ,,მაგთიკომი“-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 527 მ და 11 ცალი საკომუნიკაციო ჭის განთავსება, 16 მეტრი ლითონის მილის მონტაჟი) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე და ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში და სოფელ მუხაესტატეში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 264 მ და 4 ცალი საკომუნიკაციო ჭის განთავსება) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე , თანხმობა მიეცა შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“-ს ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N50-ის მიმდებარედ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე და ასევე თანხმობა მიეცა შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირები“-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მიწისზედა და საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე .