16 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება. მეორე საკითხად დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2019 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი.განისაზღვრა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასები და მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სუძუკი ვიტარა), სახელმწიფო ნომერი ZIM -696-ზე საწყისი საპრივატიზებო საფასური. საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე სარემონტო სამუშაოებისთვის თანხმობა მიეცა სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-ს შემდეგ ობიექტებზე: ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (შპს ,,ელ-მშენი’’-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.01.134). სოფელ გვარას ტერიტორიაზე, (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.38.03.164) და სოფელ საჩინოს ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,თემურ სანიკიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.47.04.039). თანხმობა მიეცა ასევე სს ,,სილქნეტი“-ს ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N113-ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე.