7 მარტს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც დეტალურად წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ვერულიძემ. ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ცვლილებების ჯამური მოცულობა შეადგენს 272140 ლარს, ცვლილებების გათვალისწინებით კი განისაზღვრა 31 509 000 ლარით. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მდინარე კინტრიშის და მდინარე დეხვას გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარებას და ამ მიზნით გათვალისწინებულია 35 966 ლარი. ზედა ლეღვას წყალმომარაგებისთვის წყალსაქაჩ ტუმბოს შეიძენენ, რისთვისაც 19 975 ლარი დაიხარჯება.ხოლო სოფელ ჩაისუბნის საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის კი 3 300 ლარი გამოიყო. მეორე საკითხად დეპუტატებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრა 11 ერთეულის ოდენობით.