22 ნოემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 ნოემბრის №01/10615 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილმა წარუდგინა.ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტის თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება.