13 თებერვალს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა მამია ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 09 თებერვლის N01/1444 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ-დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 09 თებერვლის N01/1445 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ-დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N430 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N431 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.