12 თებერვალს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა ლია შაქარიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ქვედა სამებაში N7 ქუჩისათვის ცნობილი მომღერალი გურამ თამაზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.