2 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა ლია შაქარიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუზეუმი“-ს 2019 წლის 18 იანვრის N01-18/6 მომართვა 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.