12 მარტს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად დეპუტატებმა ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ-დადგენილების პროექტი. მომდევნო საკითხებად იმსჯელეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. განიხილეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“-დადგენილების პროექტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის ღონისძიებების გეგმაში” შესატანი ცვლილებები; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ-დადგენილების პროექტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის
საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის
ფორმებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ-დადგენილების პროექტი. იმსჯელეს საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქ.ქობულეთის ტერიტორიის ზონებად დაყოფის თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2018 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობის პირველ სართულზე მდებარე 38.0 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ 20.33.01.084) (ფ/პ მერაბ ცეცხლაძე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N764-ში მდებარე 1855.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-273,2 კვ.მ და N2-245,4 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების (ს/კ N20.42.02.215) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მდებარე 260.37 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 995,0 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.44.01.340) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ და შპს ,,ჩიხურა“-სათვის 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაცემის თაობაზე.