2 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა დავით წულუკიძის ხელმძღვანელობით. კომისიის წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ივნისის №01-17/5008 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვის შესახებ.