29 ივნისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ბიუროზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და ტურიზმის მზადების თაობაზე ინფორმაციის მოსმენის შესახებ; ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.100) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში თანამედროვე ტურისტული ობიექტის ინფრასტრუქტურის განთავსების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2020 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141-ში მერიის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მდებარე 28,15 კვ.მ. ს/კ N20.42.04.385) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის თემის ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობაზე მდებარე 17.13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები ს/კ N20.46.03.032) საბაზო სადგურების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და უძრავი ქონებების წლიური სარგებლობის ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ (ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.04.671) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანაზე უარის თქმის შესახებ; (ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ 79,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.03.250) 24.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N2-დან რუსთაველის ქუჩამდე მდებარე 312,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.347) 18.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 266.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.470) 5.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა N28-ში მდებარე 6906.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.956) 40.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ და სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N155-ისა და N161ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.