22 მაისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ბიუროზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 მაისის N01-14/1994 მომართვა-,,ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი (მომართვა-29.04.2020წ. №01-14/1862) ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში“-ს ცნობად მიღების თაობაზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე (დამატება -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.04.671) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (დამატება - ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 01 აპრილის N01-14/1740 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 11487.0 კვ.მ. (ს/კ 20.42.03.572) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 მაისის N01-14/1993 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქათაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება”-ს მიერ მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ”ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 აგვისტოს №117 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 30 მარტის N01-14/1709 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N100-N102-ისა და დავით აღმაშენებლის გამზირი N167ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 30 მარტის N01-14/1708 მომართვა -შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ქ.ქობულეთი, ნაკვეთი 20.42.02.921-ის მიმდებარედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 226.4 მ და 2 ცალი საკომუნიკაციო ჭა) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; იმსჯელეს სხდომაზე განსახილველი შემდეგი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშების მოსმენის შესახებ: ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“; შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“; შპს ,,ქობულეთის წყალი“; ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“;შ.პ.ს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური“;ა(ა)იპ ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“;შ.პ.ს საფეხბურთო კლუბი ,,შუქურა“ და ა(ა)იპ ,,ქობულეთის საბავშვო გაერთიანება“.