22 ნოემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილის ხელმძღვანელობით .ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხის შესახებ იმსჯელეს.

  1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
  2. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 ნოემბრის N01-17/10026 მომართვა ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 ოქტომბრის N01-17/9289 მომართვა - ქ.ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.03.599-499868.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.01.341-1059637.00 კვ.მ), (ს/კ 20.51.02.079–236803.00 კვ.მ) მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ბიუროს წევრები მსჯელობას საკრებულოს სხდომაზე გააგრძელებენ.