18 ოქტომბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხის შესახებ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ოქტომბრის №01-17/8926 მომართვა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 სექტემბრის N01-17/8417 მომართვა - ,, ქობულეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 15 ოქტომბრის N01-17/8948 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 სექტემბრის N01-17/8234 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ ობიექტებზე ;ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ; ქ.ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N64-ის მიმდებარედ და სოფელ ბობოყვათში შპს ,,აჭარა ტექსტილე“-ს მიმდებარედ. შპს ,,მაგთიკომი“-სათვის ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N131-ში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის მიზნით (ტრასის სიგრძე 35,3 მ) საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ახალ ქსელზე მიერთების მიზნით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგ ობიექტებზე:სოფელ გორგაძეების ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მადონა ბაკურიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.50.01.113); სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,ავთანდილ ვერულიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.43.04.081) ; დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის მე-7 შესახვევი N1-ის ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,ნოდარ მიქელაძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.48.05.179) ; დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩა N21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, (ფ/პ ,,მამია ირემაძის“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.43.05.302) და დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N1-ის ტერიტორიაზე, (შპს ,,მწვანე პალმი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.48.04,596).