6 მარტს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 მარტის N01-17/1779 „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 მარტის N01-17/1832 მომართვა- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ.