21 დეკემბერს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა . სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი. ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 დეკემბრის N01/11417 მომართვა - „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის“ დამტკიცების შესახებ; მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამა ,,დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის“ პროექტის განხილვის და მოწონების თაობაზე;
,,ახალგაზრდული ინიციატივები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის“ პროგრამის პროექტის განხილვის და მოწონების თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N432 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, ^სპორტისა და ტურიზმის საკითხთა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N431 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიების პერსონალური შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 დეკემბრის N01/11798 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე ა(ა)იპ ,,ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი -ქობულეთი“-ს ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 დეკემბრის N01/11728 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ჩაქვში მდებარე 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.48.06.264) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 დეკემბრის N01/11794 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ადმინისტრაციული შენობის (532.0 კვ.მ ფართი) პირველ სართულზე არსებული 25.0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ N20.43.03.003) საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.