18 აპრილს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა ლია შაქარიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 აპრილის N01-17/3001 მომართვა-ქ.ქობულეთში ბორის ძნელაძის ქუჩისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ.