20 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა ფრაქცია ,,ქართული ოცნება“-ს სხდომა ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი,რომელიც ქობულეთის მერის მოადგილე ლევან ზოიძემ წარადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2020 წლის ბიუჯეტის თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა,კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს ხელშეწყობა,ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა რჩება. ფრაქციის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის შესახებ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები .საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბოლო წლებში დასახული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ გაუმჯობესდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროები.2020-2023წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.