ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის კონცეფცია განიხილეს ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში ,რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული „ფერმერის, ფერმერული მეურნეობის და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კონცეფციის შესახებ, რომელშიც ფერმერთა კატეგორიებად დაყოფის მნიშვნელობაზეა გაამახვილებული ყურადღება. პროექტი საბოლოდ განხილვისა და რედაქტირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს დამტკიცების მიზნით გაეგზავნება.