ძლიერი ქარის შედეგად, ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაძვის ხე წაიქცა, რომელმაც ქობულეთი ბათუმის საავტომობილო გზა ჩაკეტა. ა(ა)პი გამწვანების სამსახურისა და შ.ს.ს. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ხე გზის სავალი ნაწილიდან გაიტანეს. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.