ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შუექმნია. მთელი ღამის განმავლობაში ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ხელმძღვანელობით სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას წყალი და ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.