მერის წარმომადგენლებთან დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღეს სამუშაო თათბირი გაიმართა.
შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა ყურადღება მოსახლეობის მიერ დასმულ სხვადასხვა საკითხზე გაამახვილეს. ისაუბრეს მოგვარების გზებზე.
წარმომადგენლებმა უკვე შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს მერს ინფორმაცია.

გასვლითი სამუშაო თათბირები გასულ კვირას, დაბა ჩაქვით დაიწყო და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.