ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების , ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის დამატებითი საამქროს მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ლამის გაუწყლოვნების სისტემა, რომელიც გადაამუშავებს ფეკალური მასების ნარჩენებს.

ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პროექტი 2016 წლის მარტში დაიწყო . პირველი ეტაპი 2017, მეორე ეტაპი 2018 წელს დასრულდა.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „ქობულეთის წყლის“ ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.