ბათუმმა 12-ედ საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის , ხოლო სამედიცინო ტურიზმის მე-2 გამოფენას უმასპინძლა.

„EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ -ზე ადგილობრივი და უცხოური კომპანიები არიან წარმოდგენილი. 13-მდე ქვეყანის წარმომადგენელს სხვადასხვა სახის პროდუქცია ჰქონდა გამოფენილი.

გამოფენის მიზანს ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება წარმოადგენს. აღნიშნული სახის აქტივობა კი ხელს უწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

გამოფენაში ისევე როგორც ყოველწლიურად, წელსაც მონაწილეობა მიიღო, ქობულეთის მერიამ. მუნიციპალიტეტის სტენდზე ქობულეთის შესახებ ტურიზმის სხვადასხვა სარეკლამო მასალები, დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები და კულტურული ძეგლები იყო წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტის სტენდს რუსეთის , აზერბაიჯანის , ბელორუსიის, ისრაელის და თურქეთის წარმომადგენლები სტუმრობდნენ