აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე , ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საპრიზო ადგილები აიღეს. ,,გ რ ა ნ-პ რ ი" -ჩაისუბნის სასოფლო კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულმ ანსამბლმა ,,ჩ ა ქ უ რ ა “-მ მოიპოვა. მე-2 საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი - ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალურმა ჯგუფმა ,,შ ე ვ ა რ დ ე ნ "-მა. მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ს ა უ ნ ჯ ე"-ს ერგო. ოლიმპიადა 2019 წლის მაისში დაიწყო . ფოლკლორული შეჯიბრი სამი ეტაპისგან შედგებოდა. ოლიმპიადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.