აჭარის რეგიონში „ევროპის დღეეები 2019“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. მაღალმთიან სოფ. ჭახათსა და კოხში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწო, გაიმართა დასუფთავების აქცია, გარე აქტივობები ბუნებაში.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სტუმრებთან ერთად ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. გაიმართა საინტერესო დისკუსია ქვეყნის ევროპული განვითარების შესახებ, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ჩაერთვნენ. ევროკავშირის თემატიკაზე გაიმართა ვიქტორინაც და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაში მონაწილეობას კოლეჯის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მერიის წარმომადგენლები იღებდნენ. ევროპის დღეები საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება.

კვირეულის მიზანი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობაა. ღონისძიება ქობულეთის მუნიციალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.