ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება კვლავ აქტიურ ფაზაშია. დღეს ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით დასუფთავების აქცია „ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე“ გაიმართა.

მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებმა ქობულეთის შემოსასვლელთან პლაჟი და მიმდებარე რეკრეაციული ზოლი დაასუფთავეს.

აქტივობას მოსახლეობა და ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებები სისტემატურად ტარდება.